|
მთავარი » ფოტოალბომი » მსახიობები » Jessica Alba » სურათი 10
ჯესიკა ალბა დაიბადა 1081 წლის 28 აპრილს ქალაქ პომონაში, კალიფორნიის შტატი, აშშ კეტრინი და მარკ ალბას ოჯახში. ჯესიკის დედას აქვს ინდური და ფრანგული სისხლი, მამა კი მექსიკელია. ჯესიკას უმცროსი ძმა ყავს ჯოშუა. მისი მამის კარიერა სამხედრო–საჰაერო ძალებში აიძლებდა ოჯახს ბილოქსიში, მისისიპიში და დელ რიოში, ტეხასში ცხოვრებას, სანამ კალიფორნიაში უკან დაბრუნდებოდნენ. ჯესიკას ბავშვობა აღნიშნული იყო უამრავი ავადმყოფობით: მან ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, პნევმონია 4–5 ჯერ წელიწადში. ამან ჯესიკა სხვა ბავშვებისგან გამოყო სკოლაში, რადგან ის საავადმყოფოში იმდენად ხშირად ხვდებოდა, რომ არავინ იცნობდა მას ნორმალურად იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ. ასევე გოგონას აკვიატებული მდგომარეობების სინდრომი ჰქონდა. მისი ჯამრთელობა გაუმჯობესდა, როდესაც ოჯახი კალიფორნაში გადავიდა. 16 წლის ასაკში მან დაამთავრა სკოლა და ის მიიღეს თეატრალურ სტუდიაში «Atlantic Theater Company». ალბა სამსახიობო საქმიანობით დაინტერესებული იყო ხუთი წლის ასაკიდან. 12 წლის ასაკში ის პირველად ეწვია თავის პირველ მეცადინეობას სამსახიობო ხეოვნებაში, და უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს მის აგენტთან. ის პირველად გაჩნდა ეკრანზე ფილმში 'დაკარგული ბანაკი'(1994). თავიდან ის დაიქირავეს ორი კვირით, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოთ იქცა. ალბამ ორ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა Nintendo და J. C. Penney–ის, ასევე რამოდენიმე დამოუკიდებელ ფილმში ითამაშა. ჯესიკა ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა 1994 წელს ტელეარხის Nickelodeon კომედიური სერიალში 'ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში' შესრულებული როლის შემდეგ. მაშინ მან მაიას როლიც შეასრულა სერიალის 'ფლიპერის' პირველ ორ სეზონში. 1998 წელს ის მელისა ხაუერის როლში გამოჩნდა კრიმინალური დრამის 'სამხრეთი ბრუკლინის' პირველი სეზონშო, ასევე ლიენის როლში სერიალის 'ბევერლი–ხილზ 90210' ორ ეპიზოდში და ლეილას როლში 'სიყვარულის ნავის' ეპიზოდში. 1999 წელს ის რენდი კუეიდის კომედიაში გამოჩნდა 'პანკები'. იმის შემდეგ, რაც ჯესიკამ საშუალო სკოლა დაასრულა, ის სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა უილიამ მეისის და მისი ცოლის ფელიციტი ხაფმანის თეატრალურ სტუდიაში «Atlantic Theater Company», რომელიც მეისიმ დააფუძნა რეჟისორთან და სცენარისტთად დევიდ მამეტთან ერთად. მსახიობისთვის ჰოლივუდში დებიუტი იყო რომანტიკული კომედია 'Never Been Kissed', ასევე ხორორ–კომედია 'მკვლელი–ხელი'(1999). მისი პირველი ნაბიჭი წარმატებასთან გახდა ჯეიმს კამერონის კასტინგი, რომელმაც ის 1.200 სხვა პრეტედენტის შორის ამოარჩია გენეტიკურად შექმნილი სუპერჯარისკაცის როლზე მაქს გევარაზე ტელესერიალში 'ბნელი ანგელოზი'. 'ბნელ ანგელოზისთვის' მომზადებისას, ჯესიკა ყოველდღე სამი საათის განმავლობაში სწვლობდა სიახლეებს, შიმშილობა დაიწყო და ძალიან გახდა. ის აღიარებს, რომ იმ მომენტში მას, შესაძლოა, კვების რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ჯესიკას ყველაზე ცნობილი როლებია – 'Honey ... Honey Daniels', ეკზოტიკური სტრიპტიზიორი ნენსი კალახანი 'Sin City ... Nancy Callahan' და სიუ შტორმის კომიქსის ეკრანიზაციაში დანტასტიურ ოთხეულზე და მის გაგძელებაში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღ ფილმებში 'Into the Blue' და 'Good Luck Chuck'. 2006 წელს ჯესიკა MTV Movie Awards დაჯილდოვების ცერიმონიის წამყვანი იყო და პატარა პაროდიებში ითამაშა ფილმებზე 'კინგ–კონგი', 'მისია შეუსრულებელია3' და 'დავინჩის კოდი'. 2008 წელს ჯესიკა საშინელებათა ფილმში 'თვალი' გამოჩნდა, ორიგინალური ჰონკონგის საშინელებათა ფილმის რემეიქში, ასევე ფილმში 'ნარკოზი'. 2008 წლის ივნისში გამოვიდა ახალი ფილმი მისი მონაწილეობით – 'სექს–გურუ'. |
|
ნანახია: 870 | ზომები: 800x889px/62.2Kb |
სურათის რეალური ზომაში ნახვა
|
რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|